"ქრისტიან-დემოკრატები" თებერვალში ქვეყნის დაახლოებით 150 სოფლის მოსახლეობასთან გეგმავენ შეხვედრებს. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, მოძრაობის წევრები სოფლის კრებებს ადგილზე შეხვდებიან და გაარკვევენ, თუ როგორ შესრულდა სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამის სამუშაოები.
ამასთან ვეფხვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ გამოვლენილი დარღვევების შემდეგ ,,ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას აიძულებენ სოფლებში არსებული პრობლემების აღმოფხვრას.