შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლები აღიარებენ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულებას თვეები, ან მეტი დრო დასჭირდება და არა ერთი დღე, როგორც ამას ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ირწმუნებოდა. იტყობინება სააგენტო Reuters-ი.
ტრამპის მრჩევლების შეფასებით, რომლებიც ჩართულები არიან უკრაინაშო ომის დასრულების საკითხების განხილვაში, მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის დასრულებას თვეები დასრულდება.
მათი თქმით, ომის ერთ დღეში დასრულების დაპირება იყო წინასაარჩევნო აჟიოტაჟისა და კინფლიქტისა და დროის გაუგებრობის ერთობლიობა, რომელიც აუცილებელი იყო ახალი ადმინისტრაციის ფორმირებისთვის.
მრჩევლების ეს შეფასებები ემთხვევა რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის მიერ გაკეთებულ მოსაზრებას, რომელიც მან გასულ კვირას ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში გააჟღერა. მისი თქმით, მას სურს, რომ კონფლიქტის დასრულების გასაღები 100 დღის განმავლობაში იპოვოს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის სამშვიდობი გეგმის კონტურები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, მისი მრჩევლები მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დღის წესრიგიდან მოხნას, სულ მცირე უახლოეს მომავალში და კონფლიქტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვას.
მრჩევლების უმეტესობა ასევე მხარს უჭერენ უკრაინისთვის გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებს, როგორიცაა დემილიტარიზებული ზონის შექმნა, სადაც ევროპული ძალები მოახდენენ პატრულირებას.
დღეს, სენატში გამართულ მოსმენაზე, მომავალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ომის დასასრულბლად, უკრაინაც და რუსეთის უნდა წავიდნენ დათმობაზე.
დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ამბობდა, რომ უკრაინაში ომს პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავებისთანავე, 24 საათში დაასრულებდა.