"[სალომე ზურაბიშვილთან] ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი - ქვეყნის შიგნით, ასევე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობაში", -ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი X-ზე წერს
"დიდი პატივი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დეპუტატ მიხაილ როთის მასპინძლობა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს დაძლიოს არსებული ორმაგი კრიზისი - ქვეყნის შიგნით, ასევე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობაში. მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია დარჩება საქართველოს სანდო მეგობრად", - წერს ფიშერი.