"ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ყაზახეთი გაჭიანურებულ კონფლიქტებს მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა ყაზახურ მხარესთან გამართული პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყაზახეთი აპირებს დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც "მთელ ეუთოს სივრცეში არსებულ გაყინულ კონფლიქტებზე იმუშავებს".
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდს, ნალბანდოვის განმარტებით, ძირითადი აქცენტი ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე გაკეთდა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი ეუთოს თავმჯდომარე 2010 წლიდან გახდება.