22 დეკემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადშიმთავრობის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
სერბეთში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.
ნოემბერში მომხდარი ტრაგედიის გამო პროკურატურამ 13 პირი დააკავა, მათ შორის მთავრობის მინისტრები, რომელთა შემდგომ გამოშვებამაც გამოძიების კეთილსინდისიერად ჩატარების თაობაზე მოსახლეობაში სკეპტიციზმი გამოიწვია.
პოლიციის შეფასებით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 29 000-მა ადამიანმა, მათ შორის ფერმერებმა, ცნობილმა მსახიობებმა და ქვეყნის რეგიონებიდან ჩასულმა მოქალაქეებმა.