მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე! - ასე მიმართავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში [სავარაუდოდ] მეუფე იობს შეურაცხყოფა მიაყენა
"მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე!
სასულიერო პირის შეურაცხყოფა, მითუმეტეს მაღალიერარქის, ვერ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თქვენი სიტყვებისათვის პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, ნუ დაიგროვებთ თქვენს თავზე ნაკვერჩხლებს!" - წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.