ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე, - წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.
"მივმართავ ქართულ ჯარს - სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე.
ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს! ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი, ეს იქნება იმ გმირების ღალატი, რომლებმაც თავი შესწირეს სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის მომავალს!", - აცხადებს ხაზარაძე.