ბიზნესის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდებიან. დახურული შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყო. ბიზნესმენებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
“დაბარებული ვართ და მაინტერესებს, რა არის მათი პოზიცია. რა თქმა უნდა, აქ ჩვენი ყველას პოზიცია ის არის, რომ რაც გასაკეთებელია, უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. უნდა გადაიდგას რაღაც ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს და საჭირო თუ იქნება კომპრომისული ნაბიჯები, უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯები. მე ვმართავ აეროპორტს და უნდა ვთქვა, რომ აეროპორტს გვჭირდება სტაბილურობა ქვეყანაში. აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას, რათა ბიზნესმა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ეს ყველაფერი ბიზნესზე პირდაპირ აისახება. მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რომ ქვეყანას, ჩვენს ბიზნესს, ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. ამისთვის თუ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ის, რომ ახალი არჩვენები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას“, – განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.