აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, “ჰამასს” მკაცრად აფრთხილებს, რომ თუ ისრაელიდან გატაცებული მძევლები მისი ინაუგურაციის დღემდე, 20 იანვრამდე, არ გათავისუფლდებიან, "ჯოჯოხეთი დატრიალდება“.
დონალდ ტრამპის თქმით, კარგი საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რა დროსაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„20 იანვარს ძალიან ხელმისაწვდომი ვიქნები და ვნახოთ. როგორც მოგეხსენებათ, მე გავაფრთხილე, რომ მძევლები ამ თარიღამდე სახლში თუ არ დაბრუნდებიან, ჯოჯოხეთი დატყრიალდება და ძალიან ძლიერი იქნება. მაიკ უოლცი შესანიშნავ საქმეს აკეთებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.