აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 0,8 %-ის გადაჭარბებით შესრულდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს,
2009 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმა 97 მლნ. 340 ათას 700 ლარი იყო, თუმცა 31 დეკემბრის მდგომარეობით ბიუჯეტში 98 მლნ. 131 ათას 300 ლარის აკუმულირება მოხერხდა, რაც დაგეგმილზე 0,8 %-ით მეტია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ბიუჯეტის არაფიანსურ აქტივებში 2009 წელს კლება დაფიქრიდა და არაფინანსური შემოსავლების გეგმა მხოლოდ 69 %--ით შესრულდა. ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებიდან ყველაზე დიდი გადაჭარბებით წელი ხელვაჩაურმა დაასრულა, რომლის 2009 წლის ბიუჯეტიც 68,8 %-ის გადაჭარბებით შესრულდა