დღეს, 31 დეკემბერს, თბილისის საკრებულო და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო,,მომავლის სახლს'' ახალ წელს მიულოცავენ
პროექტის ,,მე მიყვარს თბილისი" ფარგლებში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საახალწლო ამანათებს გადასცემენ. საახალწლო ნობათსა და ტკბილეულს ,,მომავლის სახლის'' 40-მდე ბავშვი მიიღებს.