დღეს, 30 დეკემბერს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლის" საკონფერენციო დარბაზ "ჯაზუში" ლაშა ჩხარტიშვნილისა და "დაიცავი სიცოცხლის" წარმომადგენელთა ბრიფინგი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორების" წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა, ბრიფინგი იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის ახალი რწმუნებულის დანიშვნას მიეძღვნება.
ჩხარტიშვილის ინფორმაციით, ახლდადდანიშნული გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ქუთაისში, "დიდების მემორიალის" აფეთქებაში უშუალოდ მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ "დიდების მემორიალის" აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმერეთის რეგიონში მისი რწმუნებული მიხეილ ჩოგოვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და ამ პოსტზე გუშინ ლაშა მაქაცარია დანიშნა.