პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 14 იანვარს ბათუმს ეწვევა.
პოლონეთის პირველი პირის კანცელარიის ხელმძღვანელის განცხადებით, კაჩინსკი ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, ბათუმში დაგეგმილი შეხვედრა ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე 2007 წელს დაწყებული მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება და მასზე ამჯერად ოდესა-გდანსკის ნავთობსადენის პროექთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
იგეგმება ერთობლივი დეკლარაციის მიიღებაც.