ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე დაჭრილი ნიკა გილაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია წუხელ, წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში ჩაუტარდა.
19 წლის ნიკა გილაურს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. წინასწარი ინფორმაციით, ის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.