რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის შეფასებით "კარგი იქნება თუ რუსეთ საქართველოს შორის ფრენების აღდგენა მოხდება".
"კარგი იქნება თუ ეს ასე მოხდება, თუ არა და ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილების სხვა გზებიც გააჩნია", - განაცხადა იაკობაშვილმა მოსკოვთან საჰაერო სივრცის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, საქართველო რუსეთს შორის საჰაერო სივრცის აღდეგნა ქართულ მხარეზე არაა დამოკიდებული, რადგან საკითხი თბილისს არ დაუბლოკავს.
"ჩვენ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზეზი ვიცით, მაგრამ ეკონომიკური არა. გაუგებარია მოსკოვს ჩვენგან რა უნდა" - განმარტა იაკობაშვილმა.