შეერთებულ შტატებში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ფილადელფიაში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. ინფორმაციას ABC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი ფილადელფიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სავაჭრო ცენტრ Roosevelt Mall-თან მოხდა.
Learjet 55-ის თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 18:30 საათზე ჩამოვარდა, ფილადელფიის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ.
შემთხვევის შემდეგ დიდი ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი სხვა სატრანსპორტო საშუალებებზეც გავრცელდა.
პოლიციის ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ადგილზე, სადაც საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა, არიან დაშავებულები.