ნიდერლანდები უკრაინას -ის ტიპისმეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებლების მორიგ პარტიას 2025 წელს მიაწვდიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
უმეროვმა ჰააგაში შეხვედრა გამართა ნიდერლანდელ კოლეგასთან რუბენ ბრეკელმანსთან.
უმეროვის თქმით, გრძელდება პილოტების - ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადებას. მისივე თქმით, ნიდერლანდები მთავარ როლს ასრულებს საჰაერო ძალების კოალიციაში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის საავიაციო ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებას.
კიევისთვის მეორე პრიორიტეტი დრონების მოპოვებაა.
„ჩვენ კოორდინაციას ვახორციელებდით ადრე გამოცხადებული 400 მილიონი ევროს განაწილებაზე, ასევე ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროექტების მომზადებაზე შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების შესახებ“, - თქვა უმეროვმა.
ასევე დღის წესრიგშია საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ჩამჭრელი რაკეტები. კიევი ასევე მზადაა ნიდერლანდებთან ერთობლივი თავდაცვის საწარმოები განავითაროს.
”ჩვენ შევათანხმეთ გეგმები დახმარების მიღების, ბრძოლის ველზე მისი ეფექტური გამოყენებისა და ოპერაციების მხარდაჭერის შესახებ,” - განაცხადა უმეროვმა.
ნიდერლანდები - ბელგიასთან, დანიასთან და ნორვეგიასთან ერთად - უკრაინის ე.წ. "საავიაციო კოალიციის" ნაწილია.
ბელგიამ 2024 წლის დეკემბერში გადადო უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება და დაგვიანების მიზეზად სათადარიგო ნაწილების და პილოტების ნაკლებობა დაასახელა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებს რუსული ავიაციის ეფექტური წინააღმდეგობისთვის 120-130 თვითმფრინავი სჭირდება.
ნიდერლანდებმა მანამდე ოფიციალურად მისცა ნებართვა მის მიერ მიწოდებული F-16-ების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვისთვის.