საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილი ცვლილებების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილება დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულებს "ქართული ოცნების კონტროლს უქვემდებარებს.
"რეპრესიები საქართველოში. ახლა ქართველი დიპლომატების ჯერია: საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 იანვარს ახალი დირექტივა გასცა, რომელიც საგარეო სამსახურში მომსახურეთა უფლებებს ზღუდავს და მათ მმართველი პარტიის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აქცევს... უკან მიმართული შედეგებით. უკან საბჭოთა კავშირში". - წერს ზურაბიშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 2025 წლის 27 იანვარს გამოცემული ბრძანებით, ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში, რომელიც საია-ს განცხადებით, იმეორებს პარლამენტის მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დეკემბერში შეტანილ რეპრესიულ ცვლილებებს.