29 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ლარის ცვლილებამ 0.18 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8784 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.73 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9941 ლარი გახდა.
0.73 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5735ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 8.05 თეთრი შეადგინა.