არსებული ინფორმაციით, ლილოში, მანქანაში კაცი ჩაცხრილეს. სისხლიანი ანგარიშსწორება რესტორან "კახელებთან" რამდენიმე საათის წინ მოხდა. 
თვითმხილველების ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 
გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ამ დროისათვის სხვა დეტალები უცნობია.