26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.
უნგრეთის პარლამენტის 188-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას. ექვსმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
ფორმალურად, რატიფიკაციის პროცესი დასრულდება მას შემდეგ, რაც რატიფიკაციის ოქმს ხელს მოაწერს უნგრეთის პრეზიდენტი და ის გამოქვეყნდება ოფიციალურ მაცნეში. ეს სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მოხდება.
უნგრეთი ნატო-ს 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.