აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ირანი, დონალდ ტრამპზე ან აშშ-ის ყოფილ ოფიციალურ პირებზე თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში, მას შედეგები მოჰყვება. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი თავდასხმის მცდელობა ომის აქტად განიხილება. იუწყება The Washington Post.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა შონ სავეტმა თქვა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებიდან ვაშინგტონი წლების განმავლობაში აკვირდებოდა მის წინააღმდეგ ირანის მუქარებს.
შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ირანი სერიოზული შედეგების შესახებ ტრამპსა და ყოფილ ოფიციალუი პირებზე თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში.
საუბარია ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველზე ჯონ ბოლტონზე, ყოფილ სახელმწიფო მდივანზე მაიკ პომპეოზე და ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურ წარმომადგენელზე ირანშის საკითხში ბრაიან ჰუკზე. მათ შორის პომპეო და ჰუკი ახლა ხელისუფლების დაცვის ქვეშ იმყოფება.
„თუ ირანი თავს დაესხმება ჩვენს რომელიმე მოქალაქეს, მათ შორის მათ, ვინც დღესაც ემსახურება შეერთებული შტატებს, ან მათ, ვინც ადრე მსახურობდა, ირანს სერიოზული შედეგები დაემუქრება“, - თქვა სავეტმა.
მისი თქმით, ბაიდენმა გაუგზავნა "მაღალი დონის" გზავნილი ირანის მთავრობას და გააფრთხილა ისინი, შეწყვიტონ შეთქმულება ტრამპისა და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ,
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბაიდენმა უბრძანა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, გააფრთხილოს ირანი, რათა მან შეწყვიტოს მუქარები და დასძინა, რომ შეერთებული შტატები ტრამპზე თავდასხმის ნებისმიერ მცდელობას ომის აქტად განიხილავს.
მანამდე, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ირანის მხრიდან მუქარის გამო დამატებითი დაცვა ითხოვა.
ირანის მუქარა დაკავშირებულია თეირანის სურვილთან, შური იძიოს ისლამური რევოლუციის გვარდიის ელიტარული ძალების მეთაურის გენერალ ქასემ სოლეიმანის სიკვდილისთვის. როგორც ცნობილია, სოლეიმანი აშშ-ის საჰაერო თავდასხმის დროს 2020 წლის იანვარში დაიღუპა.