შეერთებული შტატები სავიზო შეზღუდვებს უწესებს მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
განცხადება ცოტა ხნის წინ, ბლინკენის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
"ვაცხადებ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოეთის გავლენის“ კანონმდებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ყოფილ "ტვიტერზე".