უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა ბალისტიკური რაკეტებით იერიშები გააძლიეროს, რადგან აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩამჭრელი რაკეტების მიწოდება შეამცირა.
ზელენსკიმ ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იუწყება უკრაინული მედია.
„რუსები შეტევებს გააძლიერებენ. მათ ესმით, რომ ამერიკელებმა Patriot-ის რაკეტების მიწოდება შეამცირეს. ისინი ბალისტიკური რაკეტებით იერიშებს გააძლიერებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
16 ოქტომბერს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ჩამჭრელი რაკეტების დეფიციტი კვლავ არსებობს.
ამასთან, მისი თქმით, ევროპელ პარტნიორებს საკმარისი რაოდენობით აქვთ PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტები, რათა უკრაინამ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან ცის დაცვა და ზამთრის გადატანა შეძლოს.
18 ოქტომბერს ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა, რომლის მიზანიც, მისი შეფასებით, რუსეთის წინაშე უკრაინის კაპიტულაციაა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა Patriot-ის რაკეტების მიწოდების შეფერხება.