მათ არ შეუძლიათ აქ მშვიდად მოკლან და შემდეგ მშვიდად ისხდნენ თბილისის გემრიელ რესტორნებში, ვითომც არაფერი მომხდარა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ საუბრისას განაცხადა.
"მათ შორის არიან არამხოლოდ ისინი, ვინც პუტინის რეჟიმისგან გარბის, არამედ პუტინის იდეოლოგიის მატარებლები. ეს ხალხი ჩამოდის დასასვენებლადაც. გაგახსენებთ ვინ არიან ისინი და რა ხდებოდა უკრაინაში ცოტა ხნის წინ: ჩვენმა დაზვერვამ მოიპოვა რუსი სამხედროების ჩანაწერები ბუჩასა და ირპინიდან, როგორ ესაუბრებოდნენ ისინი თავის მეუღლეებსა და ოჯახის წევრებს. რუსი ოკუპანტები, როგორც ჩვეულებრივ ამბებს ისე უყვებოდნენ თავიანთ ახლობლებს როგორ კლავდნენ, ძარცვავდნენ. ოჯახის წევრები აღშფოთების ნაცვლად მათ იმ ნივთების ჩამონათვალს აწვდიდნენ, რაც უნდა წამოეღოთ უკრაინელების სახლებიდან. თუკი ზრდასრული ადამიანები ასე მშვიდად საუბრობენ ქალების, კაცების, ბავშვების მკვლელობებზე, რამდენად ნორმალური შეიძლება იყოს მათი ოჯახები, როგორი ბავშვები გაიზრდებიან მათ სახლებში? ამის შესახებ მართლა უნდა ვილაპარაკოთ. მათ არ შეუძლიათ აქ მშვიდად მოკლან და შემდეგ მშვიდად ისხდნენ თბილისის გემრიელ რესტორნებში, ვითომც არაფერი მომხდარა..." - თქვა ერმაკმა.