ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა მათი დასასრულია.
„ჰამასი“ აღარ იქნება ღაზის მმართველი. ეს არის „ჰამასის“ დასასრული. ღაზის მცხოვრებლებო, ეს არის შესაძლებლობა თქვენთვის, საბოლოოდ გათავისუფლდეთ მისი ტირანიისგან“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
ნეთანიაჰუ ასევე სიცოცხლეს და თავისუფლებას დაჰპირდა პალესტინის ანკლავში მყოფ ადამიანებს, რომლებიც დადებენ იარაღს და გაათავისუფლებენ ისრაელელ მძევლებს.
„დღეს მე ვდგავარ თქვენს წინაშე, რათა გაცნობოთ, რომ იაჰია სინვარი ლიკვიდირებულია... სინვარი მოკლეს, როდესაც ჩვენი ჯარისკაცებისგან გარბოდა. მისი ლიკვიდაცია მნიშვნელოვანი ეტაპია ჰამასის ბოროტი მმართველობის დაცემისას.
„ჰამასი“ აღარ იქნება ღაზის მმართველი. ეს არის „ჰამასის“ დასასრულის დასაწყისი და ეს არის შესაძლებლობა თქვენთვის, ღაზის ხალხისთვის, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეთ მისი ტირანიისგან“, - თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში
ნეთანიაჰუმ მიმართა „ჰამასის“ რადიკალებს ღაზის სექტორში წინადადებით და მოწოდებით გაათავისუფლონ ისრაელელი მძევლები.
”მე ვეუბნები „ჰამასის“ ტერორისტებს: თქვენი ლიდერები გარბიან და ისინი განადგურდებიან, მე ვეუბნები ყველას, ვინც ჩვენს მძევლებს აკავებს: ვინც იარაღს დადებს და დაგვიბრუნებს მძევლებს, ჩვენ მივცემთ უფლებას წავიდეს და იცოცხლოს», - განაცხადა ნეთანიაჰუმ.