გამოცემა The Hill წერს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შანსები გაიზარდა, რადგან კამალა ჰარისმა მოწინააღმდეგეზე მთელი უპირატესობა თითქმის დაკარგა.
”გასაგები, რომ იყოს, ჰარისი შესაძლოა გახდეს შემდეგი პრეზიდენტი. მაგრამ ის მცირე უპირატესობა, რომელიც მან მოიპოვა თავისი კანდიდატურის წამოყენების დასაწყისში, მათ შორის წარმატებული დემოკრატიული ეროვნული ყრილობის და გასულ თვეში ტრამპის წინააღმდეგ ძლიერი დებატების ჩათვლით, გაქრა“, - წერს გამოცემა.
The Hill-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ტრამპი ლიდერობს შვიდი მერყევი შტატიდან ხუთ შტატში, რომლებსაც გამარჯვებულის გამოსავლენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ.
ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ჰარისს ჰქონდა უპირატესობა - ის ლიდერობდა 7-დან 4 შტატში.
ამის საფუძველზე, ყველა სხვა შტატის გათვალისწინებით, The Hill ახლა კამალა ჰარისის გამარჯვების შანსებს 51%-ად აფასებს, თუმცა სექტემბრის ბოლოს ეს შანსები 56% იყო.
გამოცემა აფრთხილებს, რომ რეიტინგების ეს ცვლილებები სულაც არ ნიშნავს დემოკრატების გამარჯვების შანსების რეალურ შემცირებას, რადგან კანდიდატებს შორის სხვაობა თავდაპირველად არც თუ ისე დიდი იყო.