სტრასბურგში გამართულ კენჭისყრაზე, ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკომისიის შემადგელობა ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, რომელიც 5-წლიანი ვადით, 1-ელ დეკემბერს შეუდგება მუშაობას, ამჯერად დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის გარეშე.
კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდს ნდობის მანდატი ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით გადასცა - 461 მომხრე, 157 - წინააღმდეგი, 89 - თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მუშაობა 1-ელ ნოემბერს უნდა დაეწყო, თუმცა 3 კანდიდატთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა უარყოფითი პოზიციები დააფიქსირა, რის გამოც პროცესი ერთი თვით გადაიდო.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ჯერ კიდევ 9 სექტემბერს წარადგინა.
ევროპარლამენტმა გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად 16 ივლისს აირჩია. ის არის პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობაზე იქნა არჩეული.