ევროპარლამენტმა გერმანიის უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩია.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის 383 დეპუტატის ხმა მოიპოვა, წინააღმდეგ 327-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალურად პირველი ნოემბრიდან დაიკავებს და ის მოქმედ პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს.
ის იქნება პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობაზე იქნა არჩეული.