ევროკომისრების პოსტებზე კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ახალი ევროკომისიის მუშაობის დაწყება გადაიდო.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მუშაობა 1-ელ ნოემბერს უნდა დაეწყო.
ევროპარლამენტში ვერ შეთანხმდნენ უნგრეთის, რუმინეთის და საფრანგეთის მიერ წარმოდგენილ ევროკომისრობის კანდიდატებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ამ პერიოდის განმავლობაში, რუმინეთის მთავრობა შეიცვალა, შესაბამისად, ევროკომისრის კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტმა უნდა დაამტკიცოს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ჯერ კიდევ 9 სექტემბერს წარადგინა.
ევროპარლამენტმა გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად 16 ივლისს აირჩია. ის არის პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობაზე იქნა არჩეული.