დიდმა ბრიტანეთმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ ინფრომაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი ავრცელებს.
ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ გადაწყვეტიელბა ასევ მიიღო ესპანეთის პრემიერმაც პედრო სანჩესმაც.
„ესპანეთის მთავრობა აცხადებს,რომ ოფიციალურად აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელის პრეზიდენტად“, - განაცხადა მან მადრიდში თავის რეზიდენციაში გამოსვლისას.
სანჩესმა განმარტებით, ესპანეთის ხელისუფლება მიჩნევს, რომ გუაიდოს მთავარი ამოცანაა ჩაატაროს ვენსუელაში დემოკრატიული არჩევნები.
ხუან გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად აღიარა, ასევე, საფრანგეთმაც.
26 იანვარს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარებას აპირებდნენ, თუ რვა დღის განმავლობაში ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 850-მდე პირი დაპატიმრებულია ვენესუელაში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.
23 იანვარს კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მოუწოდეს ნიკოლას მადუროს, ხელი არ აღემართა ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ნიკოლას მადურომ უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი ლეგიტიმურობა და გუაიდოს "აშშ-ის მარიონეტი" უწოდა.
ამასთან, გასულ კვირას, 01 თებერვალს, ევროპარლამენტმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა.
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, ბოლივია, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.