ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით კანონიერ პრეზიდენტად აღიარეს.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ექს-თავმჯდომარის ხუან გუაიდოს ქვეყნის კანონიერ ლიდერად აღიარებას მხარი 439 პარლამენტარმა დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 104-მა დეპუტატმა მისცა, 88 -მ კი თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 850-მდე პირი დაპატიმრებულია ვენესუელაში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.
23 იანვარს კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მოუწოდეს ნიკოლას მადუროს, ხელი არ აღემართა ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ნიკოლას მადურომ უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი ლეგიტიმურობა და გუაიდოს "აშშ-ის მარიონეტი" უწოდა.
ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირში. ამასთან საფრანგეთმა ხუან გაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარების პირობა დაასახელა.
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, ბოლივია, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.