თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში ავტომობილი და ველოსიპედი ერთმანეთს შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. ის უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ფოტო: სერგი ბოგდანოვი