აშშ-ის ფედერალურმა სასამართლოს მოსამართლე ჯონ კაფენურმა დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ. იუწყება NBC News.
„მე ვერ ვიხსენებ სხვა შემთხვევას, სადაც ეს ისეთივე ნათელი იყოს, როგორც ეს. ეს აშკარად არაკონსტიტუციური განკარგულებაა”, - განმარტა კაფენურმა.
CNN იუწყება, რომ ეს ფედერალური მოსამართლე დაინიშნა აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის დროს (1981-1989).
მან დაბლოკა ტრამპის განკარგულება 14 დღით, ვიდრე გამოძიების ფარგლებში შემდგომი კონსულტაციები არ ჩატარდება.
სარჩელი ოთხმა შტატმა: ვაშინგტონის, არიზონას, ილინოისისა და ორეგონის შეიტანა.
საერთო ჯამში, 24-მა შტატმა და ქალაქმა, რომელსაც მართავენ დემოკრატები, გადაწყვიტეს ტრამპის განკარგულების გაწვევა.
დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.