სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მინიჭების დასრულებას.
მოსამართლის განცხადებით, პრეზიდენტის განკარგულება უხეშად არღვევს კონსტიტუციას და გამოსცემს დროებით შემაკავებელ ორდერს, რათა შეაჩეროს მისი წინსვლა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა ვაშინგტონის შტატის გენერალური პროკურორისა და სამი სხვა შტატის მოთხოვნა აღმასრულებელი განკარგულების დროებით, 14 დღის განმავლობაში შეჩერების შესახებ, ვიდრე საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება.
ამასთან, მოსამართლემ გაკიცხა პირები, რომელთაც აღნიშნული განკარგულების პროექტი მოამზადეს. "სად იყვნენ იურისტები, როდესაც ამ განკარგულების პროექტს ამზადებდნენ", - იკითხა მოსამართლემ.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება აშკარად არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც გარანტირებულად ანიჭებს მოქალაქეობას ამერიკის მიწაზე დაბადებულ ყველა ბავშვს.
ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პრეზიდენტის იურისდიქციის ფარგლებშია.
დონალდ ტრამპის განკარგულება გასაჩივრებულია კიდევ არაერთ ფედერალურ სასამართლოში.