22 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან, ევროსთან და სხვა ვალუტებთან გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8612 ლარი ეღირება, ევრო - 2.9782 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 3.5239 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8515 ლარი ღირდა, ევრო – 2.9516 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4928 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 იანვარს ამოქმედდება.