სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა მოითხოვა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, თალიბანის ლიდერის, ჰაიბატულა ახუნძადას და ავღანეთის უზენაესი სასამართლოს თავჯმდომარის, აბდულ ჰაკიმ ჰაკანის დაკავების ორდერების გამოცემა.
კარიმ ხანის განცხადებით, არსებობს ძლიერი საფუძველი ვიფიქროთ, რომ მათ უნდა დაეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის გენდერული ნიშნით დევნის სახით.
მთავარი პროკურორის თქმით, ქალები და გოგონები, ისევე როგორც ლგბტ ადამიანები, ავღანეთში განიცდიან "უპრეცენდენტო, დაუნდობელ და გაუგონარ დევნას თალიბანის მხრიდან".
კარიმ ხანის მოხსენებაში ხაზგასმულია ავღანეთში ქალებისა და გოგონებისთვის სრულიად აუტანელი და მიუღებელი მდომარეობა.
"ისინი მოკლებულნი არიან თავისუფლებასა და ძირითად უფლებებს - საკუთარი სხეულის კონტროლის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, განათლება და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება", - ნათქვამია მოხსენებაში.
მთავარი პროკურორის თანახმად, თალიბანი ნესმიერ წინააღმდეგობას ახშობს სასტიკად, მკვლელობების, პატიმრობის, წამებისა და სექსუალური ძალადობის გზით.
"ეს დევნა დაიწყო სულ მცირე 2021 წლის 15 აგვისტოდან და გრძელდება დღემდე მთელ ავღანეთში, - თქვა კარიმ ხანმა.
ამასთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ დაკავების ორდერები შესაძლოა გამოიცეს თალიბანის სხვა ლიდერების მიმართაც.
ახლა, საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა განიხილონ, გამოსცემენ თუ არა დაკავების ორდერებს, როგორც ამას მთავარი პროკურორი ხანი მოითხოვს. გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს. თუ დაპატიმრების ორდერი გაიცემა, 125 სახელმწიფო, რომლებმაც მოახდინეს რომის სტატუტის რატიფიცირება, ვალდებულნი იქნებიან დააკავონ აღნიშნული პირები მათ ტერიტორიაზე.
თალიბნმა ავღანეთში ძალაუფლება ხელახლა ჩაიგდო 2021 წელს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მათ დაიწყეს მძიმე შეზღუდვების დაწესება ქალებისა და გოგონებისთვის. მათ ფაქტობრივად აეკრძალათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა, განათლების მიღება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მნიშვნელოვნად შეიზღუდა დასაქმების შესაძლებლობა და ა.შ.
ჰაიბატულა ახუნძადა თალიბანს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მას შემდეგ, რაც ავღანეთში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ის ყანდაჰარში, ქვეყნის სამხრეთით ცხოვრობსდა თავს არიდებს საჯაროდ გამოჩენას. აბდულ ჰაკიმ ჰაკანი კი ავღანეთის უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარეა 2021 წლიდან.