გერმანიამ ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ევროკავშრის და ასევე გერმანიის ელჩის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების აგიტაციები გახდა.
„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვიტილება, ელჩი ფიშერი შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის გაიწვიოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განცახდებით, ხვალ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს.