შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სურს უსწრაფესად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რათა მოლაპარაკება დაიწყოს უკრაინაში ომის დასრულებისთვის.
დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, მონაწილეთა კითხვებს უპასუხა. ტრამპმა თქვა, რომ ცდილობს ომი სწრაფად დაასრულოს, რადგან გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე.
"მოუთმენლად ველი პრეზიდენტ პუტინთან უსწრაფესად შეხვედრას, რადგან ეს ომი მალე დასრულდეს", - თქვა დონალდ ტრამპმა. - "და ეს არ ეხება ეკონომიკურ თვალასზრისებს, ეს ეხება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც იკარგება. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები ბრძოლის ველზე ეცემიან".
ტრამპმა ასევე თქვა, რომ ომის დასრულებაზე ისაუბრა ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს.
"იმედი მაქვს, ჩინეთი დაგვეხმარება ომის დასრულებაში. მათ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ამ სიტუაციაში. ჩვენ მათთან ვიმუშავებთ", - აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, დასრულდება თუ არა ომი ერთ წელიწადში, ტრამპმა უპასუხა: "რუსეთს უნდა ჰკითხოთ. უკრაინა მზადაა შეთანხმებისთვის".
ტრამპმა თავისი გამოსვლა დავოსში დაასრულა, სიტყვებით, "უკრაინის ომში ბევრად მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე გავრცელებული ინფორმაციით".