საქართველოში არსებულმა ვითარებამ დიდი გავლენა იქონია აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებზე. განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში ახალ უსაფრთხოების დოქტრინაზე საუბრისას.
"როდესაც რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა დავიწყეთ, მოგვიწია პასუხისმგებლობის აღებამ იმაზე, რომ ეს ურთიერთობები გზას იყო აცდენილი. ჩვენს შორის დიდი უნდობლობა სუფევდა და ძალიან განსხვავებულად ვხედავდით მსოფლიოს. ამაზე გავლენა იქონია საქართველოში არსებულმა ვითარებამაც", _ განაცხადა ჰილარი კლინტონმა სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ახლა აშშ-სა და რუსეთის შეხედულებები მსოფლიოზე ერთმანეთს მეტად ემთხვევა.
"ქვეყნებმა ღია დისკუსია წამოიწყეს საკუთარ პასუხისმგებლობაზე და მაღალ დონეზე თანამშრომლობენ სხვა და სხვა საკითხებში, მათ შორის ირანის თემაზე", _ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
კლინტონმა ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის ძირითად საკითხებზეც ილაპარაკა და პარტნიორებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ირანის საკითხთან მიმართებაში ბრაზილიისა და თურქეთის პოზიციები გააკრიტიკა.