აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის (რომელიც 143 დღის მშრალი შიმშილობის შედეგად, პერიოდულად კარგავს გონებას, დაიკლო 40 კილო, გადაადგილდება ეტლით და უჭირს საუბარი) ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს - SCJ ანრი ოხანაშვილს და სახალხო დამცველს მოუწოდებს, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე უარის შესახებ, რის შესაძლებლობასაც მას "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის" შესახებ კანონი აძლევს.
"სამწუხაროდ, მოშიმშილე ჟურნალისტი კვლავ არ იღებს წყალს და ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რაც მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უკიდურესად აუცილებელია. აფგან სადიგოვს უკვე უჭირს საუბარი და ეტლის მეშვეობით გადაადგილება, პერიოდულად კი აქვს გონების დაკარგვის ეპიზოდები.
აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს და ანრი ოხანაშვილს:
შეიქმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს და ასევე გააძლიეროს პატიმართან სახელმწიფოს მედიაციისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროცესი.
აფგან სადიგოვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან და ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შინაარსისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე უარის შესახებ, რის შესაძლებლობასაც მას "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის" შესახებ კანონი აძლევს." - წერია განცხადებაში.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 3 თვით, 3 მაისამდე გაახანგრძლივა.