სოფო ნიჟარაძე ევროვიზიის ფინალში გავიდა. ევროვიზიის მეორე ნახევარფინალი ოსლოში წუხელ ჩატარდა, რომელშიც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათგან ევროპამ 10 საუკეთესო გამოარჩია. პირველ ნომრად კი საქართველოს წარმომადგენელი დასახელდა.
სოფო ნიჟარაძემ სიმღერა "SHine" შეასრულა, რომელიც სპეციალურად მისთვის ნორვეგიელმა კომპოზიტორმა დაწერა.
"საქართველო ელოდა სცენაზე ჩემს გამოსვლას. გასულ წელს ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია ამ უდიდეს ევროპულ შოუში. ქართველები მართლაც ელოდნენ ამ ბრწყინვალე დაბრუნებას და იმედი მაქვს, რომ კმაყოფილნი არიან ჩემი შეფასებითაც. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ფინალში უკეთესად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა, გადმოვცე ყველა ის ემოცია რასაც შინაგანად ვგრძნობ და ამით ვთქვა ჩემი სათქმელი", _ განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.
ევროვიზიის ფინალი ხვალ გაიმართება, მანამდე კი კონკურსის მონაწილეები ბოლო რეპეტიცია გაივლიან.
გამარჯვებული 25 კონკურსანტს შორის გამოვლინდება.