კახეთში მეგობრებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
ინციდენტი სოფელ ენისელში, ადგილობრივ სასაფლაოზე მოხდა. 47 წლის ზურაბ მოლაშვილი დანით მუცლის არეში საკუთარმა მეგობარმა დაჭრა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ყვარლის საავადმყოფოში, რამდენიმედღიანი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებას კახეთის სამხარეო პროკურატურა აწარმოებს.