აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა“.
ტრამპის თქმით, ის და პუტინი შეთანხმდნენ, რომ სურთ მილიონობით ადამიანის სიკვდილის შეჩერება რუსეთ-უკრაინის ომში. ტრამპის თქმით, პუტინთან შეთანხმდა, რომ ერთად იმუშავებენ, რაც მოიცავს ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, ასევე ის დაელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გააცნობს საუბრის დეტალებს.
„ჩვენ შევთანხმდით ერთად ვიმუშაოთ, ძალიან მჭიდროდ, მათ შორის, ვეწვიოთ ერთმანეთის ქვეყნებს. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს და დავიწყებთ იმით, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავთ, რათა შეატყობინონ მას ჩვენი საუბრის შესახებ, რასაც მე ახლავე გავაკეთებ“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, სთხოვა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, ჯონ რატკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაიკლ ვოლცს და სპეციალურ დესპანს, სტივ ვიტკოფს, უხელმძღვანელონ მოლაპარაკებებს, რომელიც წარმატებული იქნება.