უწყვეტი პროტესტის 77-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.
მათ პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობის მონაწილეები მარშით შეუერთდნენ.
მოქალაქეების მოთხოვნა კვლავ უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
ფოტო: ტაბულა