ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი X-ზე წერს.
"ვულოცავ სომხეთს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მნიშვნელოვან გადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირისკენ.
ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირისგან არ მივიღებთ მხოლოდ კეთილ სიტყვებს, არამედ აქტიურ მხარდაჭერას სომხეთის მიმართ.
ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს", - წერს როთი.
ცნობისათვის, დღეს სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.