აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ სამომავლოდ ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების უმეტეს წილზე. ამის შესახებ პიტ ჰეგსეტმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში იმართება.
როგორც ჰეგსეთმა აღნიშნა, „ევროპის უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს მთავარი ნატო-ს ევროპელი წევრებისთვის“.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, უკრაინის ლეტალური და არალეტალური იარაღით დახმარების დიდი წილი ევროპამ უნდა უზრუნველყოს.
„ამის ფარგლებში უკრაინას სამომავლო ლეტალური და არალეტალური დახმარების უდიდესი წილი ევროპამ უნდა მიაწოდოს. ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა გამოწვევებს უნდა უპასუხონ. ეს ნიშნავს უფრო მეტი საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის გადაცემას, შედარებითი უპირატესობების ბერკეტად გამოყენებას, საკუთარი სამრეწველო ბაზის გაფართოებასა და უფრო მნიშვნელოვნად, საკუთარ მოქალაქეებთან პირისპირ საუბარს იმის შესახებ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ევროპა". - განაცხადა ჰეგსეთმა. “, - თქვა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
ჰეგსეთმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯებთან დაკავსირებით პოლონეთის მაგალითს უნდა მიბაძონ.
გარდა ამისა, ჰეგსეთი მიიჩნევს, რომ კრაინის დაბრუნება იმ საზღვრებთან, რომლებიც არსებობდა 2014 წლამდე არ არის რეალისტური მიზანი.