აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა.
მის დანიშვნას რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გამოეხმაურა და დაწერა, რომ გაბარდს ესმის ივანიშვილის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების ღრმა საფრთხე.
"დირექტორი გაბარდი თბილისს ეწვია, როგორც პალატის წევრი და ესმის ივანიშვილის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების ღრმა საფრთხე. მადლობელი ვიყავი, როცა მას წარვუდგინე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი", - წერს უილსონი და მისი, ზურაბიშვილისა და გაბარდის საერთო ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა 12 თებერვალს ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი საკამათო კანდიდატი, ტულსი გაბარდი ხმების ვიწრო უპირატესობით დაამტკიცა.