მსოფლიოში არის მხოლოდ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა პუტინის რეჟიმს და ეს მიხეილ სააკაშვილია, ამის შესახებ ახმედ ზაკაევმა რადიო"თავისუფლებისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ჩეჩნეთის ყოფილი პრემიერის თქმით, ის პოლიტიკოსებიც კი რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს და აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთთან ურთიერთობისას პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოსაზრებით მოქმედებენ.
"ახლა რუსების ხელისუფლების უმთავრესი საკითხია სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს ჩამოაშორონ. სააკაშვილის ბედი ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკაზეც არის დამოკიდებული, რადგან ვაშინგტობი კრემლთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით შესაძლოა ნებისმიერ დათმობაზე წავიდეს",_ აცხადებს ზაკაევი და დასძენს, რომ "საქართველო არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ბანანას რესპუბლიკად, რომელიც ამერიკის ან რუსეთის მითითებით ხელისუფლებას შეცვლის".
"ჩემი აზრით სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნა საქართველოს წარმატების საწინდარია",_ აცხადებს ზაკაევი.
მასალის გამოყენების პირობები