გერმანიის კონსერვატიული ბლოკის ("ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" და "ქრისტიან-სოციალური კავშირი") კანცლერობის კანდიდატმა ფრიდრიხ მერცმა, DW-თან ინტერვიუში უარყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადება, რომლის თანახმად, მან ევროპა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.
მერცმა მოლაპარაკებები ვენსთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.პარასკევს, 14 თებერვალს გამართა.
„ამერიკის უსაფრთხოების გარანტიები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ამერიკელები კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ღიად ერევიან არჩევნებში“, - განუცხადა მერცმა DW-ს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჯეი დი ვენსმა სხვა პარტიებსა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით თქვა, რომ „ბარიერების ადგილი არ არის“. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კონფერენციის ორგანიზატორებმა პოპულისტური პარტიების დეპუტატები დაბლოკეს.
„მიუნხენის კონფერენციის ორგანიზატორებმა დაბლოკეს პოპულისტური პარტიების დეპუტატები, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ საუბარში, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ყველაფერს, რასაც ხალხი ამბობს, მაგრამ პოლიტიკოსები როდესაც წარმოადგენენ მნიშვნელოვან საარჩევნო ოლქს, ეს ავალდებულებთ, რომ, სულ მცირე, მონაწილეობა მიიღონ დიალოგში“ – განაცხადა ვენსმა.